spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ოკმელაშვილს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახის ბრალი მოუხსნეს

გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახის ბრალი მოუხსნეს. მას ახლა მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე ოკმელაშვილის უფლებადამცველმა სისხლის სამართლის კოდექსით დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა, რაც  პროკურატურამ ამ ნაწილში დააკმაყოფილა.

პროკურატურა ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმასა და მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას ედავებოდა. ის გასული წლის 15 მაისს დააკავეს, ხოლო საქმის არსებითი განხილვა 16 ივლისს დაიწყო.

შემდეგი სასამართლო პროცესი 24 იანვარს გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები