საქმის გადახედვა თუ საჭირო გახდა, ჩვენი მთავარი ბერკეტი ის იქნება, რომ სასამართლოს სხდომები იქნება ღია, – ამის შესახებ დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი მამალაძე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, წესით უნდა გაათავისუფლონ.
“სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების შემდეგ იმედს ვიტოვებ, საქმის ხელახალი განხილვის საჭიროება არ იქნება, რადგან დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, შესაბამისი ორგანოები მის პატიმრობაში არდატოვებასთან დაკავშირებით, მყისიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა მაინც ჯეროვანი გადაწყვეტილებები იქნება.
თუ მაინც საჭირო იქნება ამ საქმის გადახედვა, ჩვენი მთავარი ბერკეტი ის იქნება, რომ სასამართლოს სხდომები იქნება ღია ამ გადაწყვეტილების შემდეგ და საზოგადოება სრულად დაინახავს სიმართლეს“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.