არც ერთ ვიდეოში არ იარსებებს ფაქტი, როცა მე ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენე, რადგან არ მიმიყენებია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შსს-ს თანამშრომელს საქმის მტკიცებულებად დისკი აქვს გამოყენებული, რომლითაც ამტკიცებს მის ბრალეულობას.
“არც ერთ ვიდეოში არ იარსებებს ფაქტი, როცა მე ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენე, რადგან არ მიმიყენებია. უბრალოდ ცინიკურია, როცა შსს-ს წარმომადგენელი ურთავს მტკიცებულებად დისკს და ამტკიცებს, რომ მე ვარღვევ კანონს. საჩვენო მტკიცებულება აქვს გამოყენებული, ცინიზმის ხარისხზე მინდა, გავაკეთო აქცენტი”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის ყოფილს პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს სასამართლომ ადმინისტრაციული სახელდების სახით 2 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ქადაგიძე 2 თებერვალს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.