spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ქადაგიძე – ბევრი შეცდომა დაგვიშვია, მაგრამ ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვართ

კრიტიკული როლი ექნება საქართველოს და თიბისი ბანკებს. მათ მოუწევთ პოზიციის არჩევა. სანქციების საფრთხის ქვეშ მყოფ ადამიანებთან და ბიზნესებთან მათ უნდა გაწყვიტონ ურთიერთობა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რასაც “ქართული ოცნების” რეჟიმის წარმომადგენლები აკეთებენ ეს არის ქვეყნის ლაქა.

“რასაც “ქართული ოცნების” რეჟიმის წარმომადგენლები აკეთებენ, ეს არის სირცხვილი, ეს საბოლოო ჯამში, არის ლაქა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, რომელიც უნდა ჩამოვიშოროთ სწრაფად. ბევრი შეცდომა დაგვიშვია, მაგრამ ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვართ. რუსეთის და ბელორუსის გვერდით არასდროს ვყოფილვართ, რომლის ხელისუფლებასაც ხელს არავინ ართმევს, რომელსაც რიცხავენ ყველა შეხვედრიდან.

ეს არის უწყვეტი პროტესტის დამსახურება, ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომელიც ბოლომდე იბრძვის. ეს არის მარწუხების შეკუმშვა, რომელმაც უნდა გამოაფხიზლოს ყველა, ვისაც საღი აზრი დარჩენია ” ქართულ ოცნებაში” და ასევე, ბიზნესმენებიც. უაღრესად კორუმპირებულ, უტიფარ რეჟიმთან გვაქვს საქმე.

კრიტიკული როლი ექნება საქართველოს და თიბისი ბანკებს. მათ მოუწევთ პოზიციის არჩევა. სანქციების საფრთხის ქვეშ მყოფ ადამიანებთან და ბიზნესებთან მათ უნდა გაწყვიტონ ურთიერთობა. წარმოუდგენელია, რომ ერთი მხრივ, დასავლური ფინანსური სისტემის ნაწილი იყო და მეორე მხრივ, აფინანსებდე იმ ადამიანებს, რომლებიც გამორჩენის მიზნით ქვეყნის ინტერესს ყიდის”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები