spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ქადაგიძე – ჩვენი პროტესტის შემდეგი ეტაპი უნდა იყოს გაფიცვები

ვთვლი, რომ ჩვენი პროტესტის შემდეგი ეტაპი უნდა იყოს გაფიცვები, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გაფიცვა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებაა.

“როდესაც ჩვენ გაფიცვაზე ვსაუბრობთ, ორი ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი – გაფიცვა არის კანონიერი, ჩვენი, ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და ფართოდაა აპრობირებული ყველა დასავლური პროტესტის დროს.

მეორე – როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაფიცვაზე ხშირ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის მუდმივი და უვადო გაფიცვა სხვადასხვა სექტორების, მათ შორის ისეთი სექტორების, რომლებიც კრიტიკულ სერვისებს უწევს საქართველოს ეკონომიკას. პროპაგანდის ნარატივია, თითქოს ეს ჩამოშლის ეკონომიკას. არანაირად არ ჩამოშლის ეს ეკონომიკას და პირიქით, ეს იქნება ძალიან ეფექტური. ამიტომ, ვთვლი, რომ ჩვენი პროტესტის შემდეგი ეტაპი უნდა იყოს გაფიცვები”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები