აღარ განვმეორდები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. რეალურად, ოლიგარქმა დაგვიანონსა თავისი მარიონეტების სახით, რომ ჩვენ აწი ევროპული პერსპექტივა აღარ გვინდა და რუსეთში უნდა ვიყოთ, რადგან მარიონეტი ხელისუფლება ხალხის ძარცვის ხარჯზე გამდიდრდეს და დანარჩენი ხალხი ან გაიქცეს ქვეყნიდან, ან სიღარიბეში იყოს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილზე გაცილებით ძლიერი, ფესვგადგმული, სასტიკი ავტორიტარები მარცხდებიან ხალხთან და ეს დამარცხება ხდება ძალიან სწრაფად.
“აღარ განვმეორდები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. რეალურად, ოლიგარქმა დაგვიანონსა თავისი მარიონეტების სახით, რომ ჩვენ აწი ევროპული პერსპექტივა აღარ გვინდა და რუსეთში უნდა ვიყოთ, რადგან მარიონეტი ხელისუფლება ხალხის ძარცვის ხარჯზე გამდიდრდეს და დანარჩენი ხალხი ან გაიქცეს ქვეყნიდან, ან სიღარიბეში იყოს. ივანიშვილზე გაცილებით ძლიერი, ფესვგადგმული, სასტიკი ავტორიტარები მარცხდებიან ხალხთან და ეს დამარცხება ხდება ძალიან სწრაფად, კვირებში და ივანიშვილიც ასე დაასრულებს ხელისუფლებას, უბრალოდ, ეს თავისით არ მოხდება, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი არჩევანი. ევროპა ჩვენ გვიყურებს, დასავლეთი ჩვენ გვიყურებს“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.