კატასტროფაა, როდესაც მაგნიტსკის სიაში ხვდები, ან ფინანსური სანქციები გეკისრება რუსული ინტერესების გატარების გამო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ სიაში მოხვედრილ კომპანიებს თუ ადამიანებს აღარ ელაპარაკება არავინ არც ბიზნესის სამყაროში, არც პოლიტიკის სამყაროში.
“ეს არის კეთროვანთა სია. არ არის მარტივი ამბავი, არა მარტო მათთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვის. მათი შვილები დასავლეთში სწავლობენ და რომც არ სწავლობდნენ, რეპუტაციულად კატასტროფაა, როდესაც მაგნიტსკის სიაში ხვდები, ან ფინანსური სანქციები გეკისრება რუსული ინტერესების გატარების გამო. გავა წლები, დასრულდება რეჟიმი, მაგრამ ამ სიაში ადამიანები, კომპანიები, ჯგუფები რჩებიან სამუდამოდ. ამ სიაში მოხვედრილ კომპანიებს თუ ადამიანებს აღარ ელაპარაკება არავინ არც ბიზნესის სამყაროში, არც პოლიტიკის სამყაროში”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
13 იანვარს ბრიტანეთის თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარმა ივანიშვილის სანქცირების წინადადება წარადგინა, რომელსაც 13 ხელმომწერი ჰყავს.