spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ქადაგიძე – ყველაფრით ვემსგავსებით ბელარუსს და რუსეთს, პირველ რიგში, უტიფრობით

ყველაფრით ვემსგავსებით ბელარუსს და რუსეთს, პირველ რიგში, უტიფრობით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში ასეთი გასაჭირია “ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები აშენებენ მილიონიან სახლებს, დებენ “ტიკტოკზე” და “ინსტაგრამზე”.

“ძალიან მძიმეა, როდესაც საკუთარ ქვეყანაზე საუბრობ ასეთ კონტექსტში, როდესაც საქართველო მოექცა ისეთი ქვეყნების რიცხვში, როგორიც არის ჩამორჩენილი აფრიკული დიქტატურები – ბელარუსი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა. ეს არის ის ქვეყნები, სადაც თანამდებობის პირები არიან მაგნიტსკის სიაში. დასანქცირებულები არიან მოსამართლეები, მოქმედი თანამდებობის პირები და ეს ყველაფერი საქართველოს ემუქრება. ყველაფრით ვემსგავსებით ბელარუსს და რუსეთს, პირველ რიგში, უტიფრობით. როდესაც ქვეყანაში ასეთი გასაჭირია “ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები აშენებენ მილიონიან სახლებს, დებენ “ტიკტოკზე“ და „ინსტაგრამზე“. ეს ყველაფერი 33 დღეში უნდა დავასრულოთ, თუ ამას არ ვიზამთ ევროკავშირი გვერდში აღარ დაგვიდგება. “ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ დავივიწყოთ უვიზო მიმოსვლა, დავივიწყოთ ტრანზაქციები, ინვესტიციები თუ დახმარება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უმრავლესობა ვართ ჩვენ და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ეს ქვეყანა გადაჩეხოს. ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ განსხვავებულობის და ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ქადაგიძემ.

“ამერიკის ხმა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი აქვს შემუშავებული და მის დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები