მინდა გამოვეხმაურო ქალაქის მერ კალაძეს, რომელიც განსაკუთრებული უტიფრობით გამოირჩევა. ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში და ამერიკაში, კალაძე იჯდებოდა განსასჯელ სკამზე, იმ კორუფციისთვის და ქრთამისთვის, რაც თბილისის მერიაში ტრიალებს და ეს იცის მთელმა ქალაქმა, რომ ასეთი აღვირახსნილი ქმედებები, რაც კალაძის უწყებაში ტრიალებს, არ არის არსად, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკაში და ევროპაში, კორუმპირებული მექრთამეები ისჯებიან კანონის სრული დასჯით, ხოლო, რუსეთში მექრთამეები ბატონის ლოიალობის გამო, აგრძელებენ ცხოვრებას, მილიონების დაგროვებას და ირონიული ის არის, რომ ევროპაში მიდიან და იქ ხარჯავენ.
“მინდა გამოვეხმაურო ქალაქის მერ კალაძეს, რომელიც განსაკუთრებული უტიფრობით გამოირჩევა. ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში და ამერიკაში, კალაძე იჯდებოდა განსასჯელ სკამზე, იმ კორუფციისთვის და ქრთამისთვის, რაც თბილისის მერიაში ტრიალებს და ეს იცის მთელმა ქალაქმა, რომ ასეთი აღვირახსნილი ქმედებები, რაც კალაძის უწყებაში ტრიალებს, არ არის არსად. ზუსტად ამიტომ არ უნდათ მათ ევროპა, რადგან ამერიკაში და ევროპაში, კორუმპირებული მექრთამეები ისჯებიან კანონის სრული დასჯით, ხოლო, რუსეთში მექრთამეები ბატონის ლოიალობის გამო, აგრძელებენ ცხოვრებას, მილიონების დაგროვებას და ირონიული ის არის, რომ ევროპაში მიდიან და ხარჯავენ. ეს უტიფრობა, რასაც ვისმენთ „ოცნებისგან“ ეს არის სახე ამ სისტემის, ეს არის სახე ოლიგარქიის, რომელიც დაგვირგვინდა იმით, რომ უარი თქვა ევროპულ არჩევანზე“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.