spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ქუფარაშვილი – ახლა აქ ვიმყოფებით, მივყევით მათ წარწერას, მოვემზადეთ და ჩვენ თვითონ ჩამოვედით რუსეთში

ქართველი მებრძოლი, “აზოვის” პოლკის საბრძოლო სასწავლო ბატალიონის მეთაური გიორგი ქუფარაშვილი კურსკის ოლქიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს.

“2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს, როცა შემოიჭრა საქართველოში ერთ-ერთ ღობეზე დაწერეს წარწერა რუსებმა, რაც ძალიან ცუდად დაგვამახსოვრდა ქართველებს, საწყენი იყო ჩვენთვის, მაგრამ ქართველებს, საბედნიეროდ, ძალიან კარგი მახსოვრობა გვაქვს. მაშინ რუსებმა დაწერეს ასეთი წარწერა: “ამხანაგო ქართველებო, ისწავლეთ სამხედრო საქმე, ისწავლეთ ომი. ჩამოვალთ და შეგამოწმებთ”. ისე მოხდა, რომ მივყევით მათ წარწერას, კარგად ვისწავლეთ, მოვემზადეთ და ჩვენ თვითონ ჩამოვედით რუსეთში. ასე რომ, თუ საჭირო იქნება გამოცდის ჩასაბარებლად, კიდევ ერთხელ ჩამოვალთ ჩვენც და სხვა ქართველებიც.

ახლა აქ ვიმყოფებით, რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში, ეს ყველამ კარგად იცის და ისევე მინდა ჩემს ვეტერანებს ვუთხრა, რომ იგივე პასუხს დავუტოვებთ ჩვენ მათ ასევე სამახსოვროდ”, – აცხადებს ქუფარაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები