spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – ახლა მთავარი ამოცანა ის არის, რომ ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი მიიყვანოს არჩევნებზე

2%-იც რომ დაუმატოს ემიგრანტებმა ოპოზიციას და 3% ახალგაზრდობის აქტიურობამ, ამ ბალანსის გათვალისწინებით, “ქართულ ოცნებას” აღარ რჩება არანაირი რესურსი, რომ შედეგები თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს, – ამის შესახებ “აირჩიე ევროპას” წევრმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ეცდება, რომ მაქსიმალური რაოდენობის ამომრჩეველი მიიყვანოს არჩევნებზე.

“ქართული ოცნება” არჩევნებზე ბოლო კაცამდე მიიყვანს თავის ამომრჩეველს. ესეც მათი უპირატესობაა. განწყობები უკვე ჩამოყალიბებულია, ახლა მთავარი ამოცანა ის არის, რომ ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი მიიყვანოს არჩევნებზე.

რაც შეეხება ემიგრანტებს, ახლა რა რაოდენობის ემიგრანტიც არის დარეგისტრირებული არჩევნებზე, ეს დაახლოებით, 2.5 %-ია, 2%-იც რომ დაუმატოს ემიგრანტებმა ოპოზიციას და 3% ახალგაზრდობის აქტიურობამ, ამ ბალანსის გათვალისწინებით, “ქართულ ოცნებას” აღარ რჩება არანაირი რესურსი, რომ შედეგები თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები