spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – ამ გზავნილს საქართველოს მოსახლეობა, “ქართული ოცნების” ამომრჩევლებიც კი საკადრის პასუხს გასცემენ

ივანიშვილმა მოსკოვს პირდაპირ გორიდან უპატაკა, რომ ის მზად არის, ბოდიში მოუხადოს სეპარატისტებს, ის მზად არის, საკუთარ თავზე ააღებინოს სახელმწიფოს ბრალი ომთან დაკავშირებით, როდესაც რუსეთი დაესხა თავს საქართველოს, – ამის შესახებ “აირჩიე ევროპას” წევრმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გზავნილს საქართველოს მოსახლეობა, “ქართული ოცნების” ამომრჩევლებიც კი საკადრის პასუხს გასცემენ.

“მისი განცხადების ადრესატი არ იყო ელექტორატი ან ქართველი ხალხი, უფრო ეს იყო მოსკოვი. ივანიშვილმა მოსკოვს პირდაპირ გორიდან უპატაკა, რომ ის მზად არის, ბოდიში მოუხადოს სეპარატისტებს, ის მზად არის, საკუთარ თავზე ააღებინოს სახელმწიფოს ბრალი ომთან დაკავშირებით, როდესაც რუსეთი დაესხა თავს საქართველოს და ქართული სახელმწიფო დააყენოს რუსეთის გვერდით. აი, ეს გზავნილი იყო ივანიშვილის მხრიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი, ამ გზავნილს საქართველოს მოსახლეობა, “ქართული ოცნების” ამომრჩევლებიც კი საკადრის პასუხს გასცემენ”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აგვისტოს ომის გამო ბოდიშის მოხდის შესახებ ისაუბრა. “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”, – განაცხადა ივანიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები