spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – არ მგონია, რომ ემირატებში იყოს ვიღაც ისეთი, ვინც ამხელა თანხას ჩადებს ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც არალეგიტიმურია

არ მგონია, რომ ემირატებში იყოს ვიღაც ისეთი, ვინც ამხელა თანხას ჩადებს ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც არალეგიტიმურია და მთელი დემოკრატიული სამყარო მას არ აღიარებს, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც დემოკრატიული სამყარო არ აღიარებს ამა თუ იმ ხელისუფლებას, იმ სივრციდან ინვესტიციების მოსვლა, პრაქტიკულად შეუძლებელია.

“როდესაც დემოკრატიული სამყარო არ აღიარებს ამა თუ იმ ხელისუფლებას, იმ სივრციდან ინვესტიციების მოსვლა, პრაქტიკულად შეუძლებელია. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, შექმნას ილუზია, რომ საქართველო მთლიანად იზოლირებული არ არის და რაღაც თანხები საიდანღაც შეიძლება შემოვიდეს. მე არ ვიცი, რამდენად მართალია 6 მილიარდის ისტორია, ეს  სიმართლეს არ ჰგავს.

ძალიან დიდი თანხაა და არ მგონია, რომ ემირატებში იყოს ვიღაც ისეთი, ვინც ამხელა თანხას ჩადებს ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც არალეგიტიმურია და მთელი დემოკრატიული სამყარო მას არ აღიარებს, ამასთან სანქციების ქვეშაა ივანიშვილიც, მისი მინისტრებიც. ვინც არ არის ახლა, მალე იქნება და რატომ უნდა მოგინდეს, მაინც და მაინც, ასეთ ადგილას მოიტანო 6 მილიარდი, ჩემთვის, ცოტა ძნელი დასაჯერებელია”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აბუ-დაბიში ხელი მოეწერა  მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები