spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

ამ საერთაშორისო დამკვირვებლების პირველად შეფასებაში მთავარი მაინც იყო ის, რომ არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლები კიდევ ელოდებიან კონკრეტულ ფაქტებს, სადაც არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებისთვის დარღვევები აღინიშნებოდა.

“ამ საერთაშორისო დამკვირვებლების პირველად შეფასებაში მთავარი მაინც იყო ის, რომ არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რასაც  ხშირად ამბობენ ხოლმე, როცა აფასებენ არჩევნებს. ასევე, არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ეს დარღვევები, რომელიც დაფიქსირდა, საბოლოო ჯამში, ვერ მოახდენდა გავლენას არჩევნების შედეგზე.

ეს ნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისიები ელოდებიან დამატებით ინფორმაციას, დამატებით სამხილებს დარღვევებთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები