spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – ბოლო 2 წელიწადში ვერ გაიხსენებთ ვერცერთ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც რუსეთი მიმართ კრიტიკულია

ბოლო 2 წელიწადში ვერ გაიხსენებთ ვერცერთ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც რუსეთი მიმართ კრიტიკულია, – ამის შესახებ “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრ – GSAC“-ის დამფუძნებელმა  გიორგი რუხაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს რუსეთის მიმართ ლოიალურ პოლიტიკას.   

 

“მიზეზი რატომაც არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ამ განცხადებას, არის მისი პოლიტიკის გაგრძელება.  ერთი მხრივ, ის მაქსიმალურად ერიდება რუსეთის გაღიზიანებას რამე ფორმით, ბოლო 2 წელიწადში ვერ გაიხსენებთ ვერცერთ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან,  რომელიც რუსეთი მიმართ კრიტიკულია. რასაც ვერ ვიტყვით დასავლეთზე, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ამ პოლიტიკის გაგრძელება, ან ინსტრუქციის უქონლობა,  ივანიშვილს ზოგჯერ ძინავს, ზოგჯერ სხვა საქმითაა დაკავებული, შესაბამისად, მინისტრები გადაწყვეტილებას თავად ვერ იღებენ და იმიტომ არიან ასეთ გაშეშებულ მდგომარეობაში“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები