რეპრესიები ჩვენ წინააღმდეგ დაიწყო 6 სექტემბერს, როდესაც ანტიკორუფციულმა ბიურომ უკანონოდ მოიპოვა ჩვენი პირადი ანგარიშები. ჩვენ არც ერთი წუთი არ გავჩერებულვართ, – ამის შესახებ “აირჩიე ევროპას” წევრმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მათი ორგანიზაცია აგრძელებს საქმიანობას.
“რეპრესიები ჩვენ წინააღმდეგ დაიწყო 6 სექტემბერს, როდესაც ანტიკორუფციულმა ბიურომ უკანონოდ მოიპოვა ჩვენი პირადი ანგარიშები. ანგარიშები მოსთხოვეს ბანკებს და ბანკებმა მათ გადასცეს და მას შემდეგ ანტიკორუფციულმა ბიურომ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენი ოპერაციები გაეჩერებინათ, შევევიწროვებინეთ, მაგრამ სინამდვილეში, ამას შედეგი არ მოჰყვა. ჩვენ არც ერთი წუთი არ გავჩერებულვართ და დღესაც, როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ჩვენი წარმომადგენლები სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში დადიან კარდაკარ”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომლითაც რამდენიმე ორგანიზაციას პოლიტიკურ პროცესებში გაწეული ხარჯის საჯაროობა ევალებოდა.