ე.წ. ინაუგურაციის ფორმა მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ღონისძიებას და ე.წ. პრეზიდენტს არ ექნება არც შიდა და არც გარე ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი რჩება სალომე ზურაბიშვილი.
“ე.წ. ინაუგურაციის ფორმა მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ღონისძიებას და ე.წ. პრეზიდენტს არ ექნება არც შიდა და არც გარე ლეგიტიმაცია.
ის, რომ ინაუგურაციის პროცესი ერთ შენობაში უნდა შეიკეტოს და მის გარშემო რამდენიმე ათასი სპეცრაზმელი უნდა იყოს, რათა ხალხისგან დაიცვან ე.წ. პრეზიდენტი, ეს მიანიშნებს, რომ ლეგიტიმაცია არ აქვს. იძულებული ხდებიან, რომ ეს ცერემონია დაიცვან უხეში ძალით, ასევე, არ არიან ამ ცერემონიაზე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, არც ელჩები. ცხადზე უცხადესია, ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი რჩება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება.