ევროპარლამენტის რეზოლუცია რეალურად, არის განაცხადი ევროპის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების თუ რა ტიპის პოლიტიკა უნდა გაატაროს, ერთი მხრივ საბჭომ და მეორე მხრივ, ევროკომისიამ ამა თუ იმ ქვეყანასთან მიმართებაში, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი საქართველოსთან მიმართებაში ითხოვს ივანიშვილის სანქცირებას, ცხადია.
“ევროპარლამენტის რეზოლუცია რეალურად, არის განაცხადი ევროპის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების თუ რა ტიპის პოლიტიკა უნდა გაატაროს, ერთი მხრივ საბჭომ და მეორე მხრივ, ევროკომისიამ ამა თუ იმ ქვეყანასთან მიმართებაში. ჩვენს შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა, ის, რომ ევროპული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი საქართველოსთან მიმართებაში ითხოვს ივანიშვილის სანქცირებას, ითხოვს მისი რეჟიმის სანქცირებას, ითხოვს ახალ არჩევნებს და ითხოვს ამ რეჟიმის არაღიარებას, ეს ცხადია. თუ რამდენ ხანში გადაითარგმნება ეს ევროპული საბჭოს ან ევროკომისიის გადაწყვეტილებებში, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მოხერხდება შეთანხმების მიღწევა ამ ორგანოებზე”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.