გადამწყვეტი ეტაპი შეიძლება, ნებისმიერ დროს დადგეს, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ სერიოზული ბზარები, სადაც დადგება მომენტი, რომ რეჟიმი საზოგადოებას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გადამწყვეტი ბრძოლა არ დგას და სალომე ზურაბიშვილის ორბელიანების სასახლეში გამაგრება არ არის საჭირო.
“ზოგი ამბობს, რომ პრეზიდენტს სასახლე არ უნდა დაეტოვებინა ო. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი. ამ მომენტში გადამწყვეტი შეტაკება არ იქნებოდა სწორი. ახლა, რომ ჩვენ გვჭირდებოდეს გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც ხერხემალში გადავამტვრევთ ივანიშვილის რეჟიმს, ან ძალოვან სტრუქტურებს, მაშინ კი, სწორი ნაბიჯი იქნებოდა თუ ქალბატონი პრეზიდენტი გამაგრდებოდა ორბელიანების სასახლეში და ჩვენ ვიხილავდით გადამწყვეტ ბრძოლას, სადაც ხალხი გაიმარჯვებდა, მაგრამ ჩვენ არ ვართ გადამწყვეტი ბრძოლის ფაზაში.
გადამწყვეტი ეტაპი შეიძლება, ნებისმიერ დროს დადგეს, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ სერიოზული ბზარები, სადაც დადგება მომენტი, რომ რეჟიმი საზოგადოებას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. რასაც ვხედავთ, ჯერჯერობით რეჟიმი დგას ძალოვან სტრუქტურაზე”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 29 დეკემბერს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ განაცხადა, რომ ტოვებს ორბელიანების სასახლეს და მიაქვს ლეგიტიმაცია.