მთავარი ამბავია არჩევნების შედეგების არაღიარება, თანმიმდევრულობა და შემდეგ უკვე დასავლური და შიდა ზეწოლის შედეგად ახალ არჩევნებამდე მისვლა, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამდენი ხნის განმავლობაში არცერთმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ “ქართულ ოცნებას” გამარჯვება არ მიულოცა.
“ამდენი ხნის განმავლობაში, რომ არცერთმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ “ქართულ ოცნებას” გამარჯვება არ მიულოცა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დასავლეთში არსებობს პოლიტიკური მზაობა იმისა, რომ თუ საბოლოოდ დადასტურდება, რომ ამ არჩევნების გაყალბების ხარისხი იყო იმხელა, რომ მან საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია, ისინი მზად არიან, რომ არ აღიარონ ამ არჩევნების შედეგი.
მე ვფიქრობ, თუ ამ გზით ვიარეთ, რაზეც ახლა ვართ, შესაძლებელია, “ქართულმა ოცნებამ” რაღაც მომენტში დათმოს. მთავარი ამბავია არჩევნების შედეგების არაღიარება, თანმიმდევრულობა და შემდეგ უკვე დასავლური და შიდა ზეწოლის შედეგად ახალ არჩევნებამდე მისვლა”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.