spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – ოპერატიული ჯგუფი შექმნეს, რომელმაც რაღაც ბინძური საქმე უნდა გააკეთოს

ოპერატიული ჯგუფი შექმნეს, რომელმაც რაღაც ბინძური საქმე უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრ – GSAC“-ის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ  „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის გასვლის შესახებ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ეს ჯგუფი იმ საქმეს გადაიბარებს, რასაც აქამდე კობახიძე-ღარიბაშვილი აკეთებდა.  

 

“აქ კონსპირაციას ვერ ვხედავ, ეს არის ტაქტიკური გადანაცვლება, ოპერატიული ჯგუფი შექმნეს, რომელმაც რაღაც ბინძური საქმე უნდა გააკეთოს. ეს  იმ  ჯგუფი იმ საქმეს გადაიბარებს, რასაც აქამდე კობახიძე და ღარიბაშვილი აკეთებდა.  ბოლოსდაბოლოს, ეს მაინც პრემიერ-მინისტრია და ეს მაინც პარტიის თავმჯდომარეა. 

 

გრძელვადიან დასკვნებს ვერ გამოვიტან, რომ ეს არჩევნებისთვის კეთდება, ვერავინ დამარწმუნებს, ეს სამი ადამიანი პარტიას რომ შექმნის, მერე აქედან რა გამოვა“, – განაცხადა რუხაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები