spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – რაც დრო გავა, რუსეთს უკრაინაში წარმატების მოპოვება სულ უფრო გაუჭირდება

ერთადერთი გამოსავალი,  რაც ახლა პუტინს აქვს, ეს არის შედარებით სწრაფად მიღწევა იმ სამხედრო და პოლიტიკური მიზნების, რომელიც უკრაინაში აქვს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა  გიორგი რუხაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, რაც დრო გავა, რუსეთს უკრაინაში წარმატების მოპოვება  სულ უფრო გაუჭირდება. 

 

“ერთადერთი გამოსავალი,  რაც ახლა პუტინს აქვს, ეს არის შედარებით სწრაფად მიღწევა იმ სამხედრო და პოლიტიკური მიზნების, რომელიც უკრაინაში აქვს. ორკვირიან პერიოდში თუ ამას ვერ აღწევს და შედის უკრაინაში გრძელვადიან ომში,  რაც დრო გავა, წარმატების მიღწევა  სულ უფრო გაძნელდება.  იმის  ფონზე, რომ დასავლეთი კონსოლიდირებულია, უკრაინას იარაღს აწვდის, იძვრებიან უცხოური ლეგიონები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, გააძლიერებენ უკრაინის საომარ შესაძლებლობებს. ამას ემატება ეკონომიკური სანქციები, რომლებიც უკვე მოქმედებს“, – განაცხადა რუხაძემ. 

 

მისი თქმით, სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური  ეფექტი რუსეთში შეუქცევადი იქნება, რაც აისახება ომზეც. 

 

“ჩვენ დავინახეთ, რომ სამი დღის განმავლობაში „სბერბანკი“ აორთქლდა. ტრილიონიანი ბანკი იყო და ახლა ლონდონის ბირჟაზე  ნულოვანი მდგომარეობა აქვს. სანქციები  მართლაც იმდენად სწრაფად იმოქმედებს, 90-იან წლებში რომ ერთ თვეში გაღატაკდა მთელი ქვეყანა, დაახლოებით ამ შედეგს მივიღებთ, რისი უკან შემობრუნებაც მერე წარმოუდგენელი იქნება. ეს  შემდეგ, ბუნებრივია,  აისახება რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე. ომს ფული ჭირდება, როგორიც უნდა გქონდეს ეს შესაძლებლობები, უფულოდ ომს ვერ აწარმოებ“ , – განაცხადა გიორგი  რუხაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები