spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – როდესაც კანონად იქცევა, დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს მიათრევენ რუსეთში

ამერიკის შეერთებული შტატები – ორივე პარტია – რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც დგანან ჩვენ გვერდით. ისინი უკვე ზუსტად ხედავენ და საჯაროდ ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” არის რუსული ძალა, – ამის შესახებ “აირჩიე ევროპას” წევრმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სენატში გუშინდელი განხილვა იყო პრელუდია იმ კანონისა, რომელსაც სულ მალე მიიღებენ აშშ-ში.

“ამერიკის შეერთებული შტატები – ორივე პარტია – რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც დგანან ჩვენ გვერდით. ისინი უკვე ზუსტად ხედავენ და საჯაროდ ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” არის რუსული ძალა. იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” შეინარჩუნებს ძალაუფლებას და დიქტატურას, საქართველო გახდება რუსეთის უკანა ეზო. ამას ხედავენ და ამბობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ისინი ამბობენ იმასაც, რომ ყურადღებით დააკვირდებიან ამ არჩევნებს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს,  რომ ეს ზოგადად, განხილვა არ იყო, ეს იყო პრელუდია იმ კანონისა, რომელსაც ძალიან მალე მიიღებს ამერიკის წარმომადგენლობითი პალატაც და სენატიც, რომელიც არის, ერთი მხრივ, “მეგობარი აქტი” და მეორე მხრივ, ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქტი. ამას აქვს ორი მიმართულება, როდესაც კანონად იქცევა, დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს მიათრევენ რუსეთში და მეორე მხრივ, თუ საქართველოს მოსახლეობა და ქვეყანას გადაარჩენს რუსული ჭაობისგან, გვექნება არნახული, უპრეცედენტო დასავლური სიკეთეები”, –  განაცხადა გიორგი რუხაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები