spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – თუ ბრიტანეთი დაასანქცირებს ივანიშვილს და დარწმუნებული ვარ, ეს მალე მოხდება, ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება მის ბიზნესგარემოზე მთლიანად

თუ ბრიტანეთი დაასანქცირებს ივანიშვილს და დარწმუნებული ვარ, ეს მალე მოხდება, ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება არა მხოლოდ, ივანიშვილზე, არამედ მის ბიზნესგარემოზე მთლიანად, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი შეშინებულია.

“ის, რომ ივანიშვილი შეშინებულია, ეს ცხადია და ასევე ცხადად არის გამოხატული “ქართული ოცნების” სულელური განცხადებებით, მაგრამ ამ განცხადებების უკან დგას შიში, იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილის  კომპანიების და ფინანსური დეკლარაციების დიდი ნაწილი უკავშირდება ვირჯინიის კუნძულებს და შესაბამისად, ეს არის ბრიტანეთის დომინია. აქედან გამომდინარე, თუ ბრიტანეთი დაასანქცირებს ივანიშვილს და დარწმუნებული ვარ, ეს მალე მოხდება, ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება არა მხოლოდ, ივანიშვილზე, არამედ მის ბიზნესგარემოზე მთლიანად”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები