საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან მივიღე უწყება. საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა, – ამის შესახებ გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, “სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა”.
“საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან მივიღე უწყება. საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა.
აშკარად შეეშალათ მისამართი.
სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა, ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი,მისამართს ხომ შემახსენებთ ამ კაცის ?! მგონი, ბიძინა ჰქვია და გვარი – ი ასოზე იწყება.
ცირკია მა რა არიი – როგორც ჩემს საყვარელ მხარეში იტყვიან.
საქართველო იქნება ევროპული და არა რუსული ქვეყანა”, – წერს გიორგი რურუა.