გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის განაჩენი გამოცხადდა. ორივე მათგანს, ზ.ხ-სა და ა.ქ.-ს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.
განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.
ამავე საქმეზე ცხრა მარტს მოსამართლემ სამ ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა.