გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება გრძელდება.
პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში.
“საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები, უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოპულარიზაციას.
პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 2024 წლის 1 აგვისტომდე, შემდეგ მისამართზე:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახური, III სართული (თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68).
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/TvnPU
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: +995 577 09 21 27; +995 577 34 85 34″, – აღნიშნულია აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.