spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ტატუაშვილი – ვუკავშირებ ჩემ პოლიტიკურ საქმიანობას, აქტივობას, 5 გასროლა იყო, მანქანას მოხვდა და არ გაატარა

დმანისის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი თავდასხმას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

 

“ვუკავშირებ ჩემ პოლიტიკურ საქმიანობას, აქტივობას, 2020-ში, 2021-ში, ახლაც. 5 გასროლა იყო, მანქანას მოხვდა და არ გაატარა. დმანისში მივდიოდი თბილისიდან, უკან კუდი მყავდა და მივხვდი, რაც უნდა მომხდარიყო.

 

“ქართული ოცნების” ზონდერები უნდა იყვნენ წესით – მენაბდიშვილი და ოკმელაშვილი. ვიდეორეგისტრატორზე ჩანს ყველაფერი. დაფიქსირებულია მანქანა რომ გადაღობეს, გადმოვიდნენ. მანქანა არ გამიჩერებია, მერე პოლიციამ გადაუღობა გზა, არ დაემორჩილნენ როგორც მე ვიცი, წავიდნენ, გააგრძელეს გზა. ჩემ მანქანას საბურავები აქვს დახვრეტილი და მძღოლის, ჩემ სკამშია გაჩერებული ტყვია. მერე სადამდეც იარა მანქანამ იარა და მერე გავჩერდი”, – აცხადებს ტატუაშვილი “მთავართან”.

 

დმანისში მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს ცეცხლი  მაშინ გაუხსნეს, როცა გიორგი ტატუაშვილი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მისი მანქანის მისამართით რამდენჯერმე გაისროლეს. 

 

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები