spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ცაგარეიშვილი – ვინც ჩვენთან ერთად აპროტესტებდით იმ უბედურებას, რასაც სააკაშვილი ატრიალებდა ამ ქვეყანაში, თქვენი ცხოვრება სააკაშვილის ფეხის მტვრად როგორ აქციეთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა იუსტიციის მინისტრის მოსმენის შემდეგ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას იმ დეპუტატებს მიმართა, რომლებიც ახლა ოპოზიციაში არიან. 

 

“აქ ჩვენ “ნაცმოძრაობის“ მაგივრად გვპასუხობდნენ სხვა ოპოზიციის წარმომადგენლები, მინდა მათ მივმართო, თქვენ, ვინც ჩვენთან ერთად იდექით აქ, რუსთაველზე და აპროტესტებდით იმ უბედურებას, რასაც სააკაშვილი ატრიალებდა ამ ქვეყანაში, თქვენი ცხოვრება სააკაშვილის ფეხის მტვრად როგორ აქციეთ. ერთი მხრივ უნდა შევიგრძნოთ რა ხდებოდა წლების წინ და მეორე მხრივ შევახსენოთ სად იხოცებოდნენ შვილები და როგორ ცხოვრობდნენ მათი მშობლები და ოჯახის წევრები შვილების განადგურების შემდეგ. არავის არ სურს გამუდმებით წარსულზე საუბარი, რა თქმა უნდა, მომავლისკენ უნდა გავიხედოთ, მაგრამ ჩვენ ანგარიში უნდა გავასწოროთ წარსულთან. მოვინანიოთ წარსულში ჩადენილი ცოდვები, ვაღიაროთ დანაშაული და ერთად გადავფურცლოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს უმძიმესი ფურცელი, მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ პირუკუ შეტევას, გაუთავებელ თავხედობას ნიშნის მოგებას, დღევანდელის შედარებას წარსულთან, და მუდმივად საუბარს იმაზე, რომ თურმე პატიმარი სააკაშვილის უფლებები ირღვევა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა. 

 

გიორგი ცაგარეიშვილმა ამონარიდი წაიკითხა სულხან მოლაშვილის მეუღლის ინტერვიუდან, სადაც ის აღწერდა სულხან მოლაშვილის მძიმე მდგომარეობას. როდესაც მის 1 წლის შვილს არ უშვებდნენ მამასთან და განაცხადა, „ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილის მოსანახულებლად 1500 ადამიანი იყო შესული წლის განმავლობაში. ნაირ-ნაირი საკვებით, უამრავი კონსილიუმით, უცხოეთიდან ჩამოსული და ადგილობრივი ექიმებით, ერთი და მეორე ჰოსპიტლით და ახლა სამოქალაქო კლინიკით”. 

 

“კიდევ ვინმეს ენა უტრიალდება და ამბობს, რომ ამ ადამიანის უფლებები თურმე ირღვევა. პატიმრის უფლებები ქვეყანაში ირღვეოდა მაშინ, როცა 2011 წელს 140 პატიმარი გარდაიცვალა სააკაშვილის დილეგებში და სიკვდილის ექსპორტით იყო მიხეილ სააკაშვილი დაკავებული ადეიშვილთან და სხვებთა ერთად. გარდაცვლილ პატიმრებს იპარავდნენ ციხის საავადმყოფოდან და სხვა საავადმყოფოებში მალავდნენ, რომ სტატისტიკა არ გაზრდილიყო გარდაცვალების“- განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები