spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ცხაკაია – ძალიან ცუდ გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ეხმარება რუსეთს სანქციებისათვის გვერდის ავლაში

ძალიან ცუდ გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ეხმარება რუსეთს სანქციებისათვის გვერდის ავლაში, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს არის გზა,  რომელიც არ მიდის ევროპისკენ, – ამის შესახებ უკრაინის რეფორმების კომიტეტის ექსპერტმა გიორგი ცხაკაიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის კანონი კოპირება საქართველოსთვის უშედეგო იქნება, რადგან ეს კანონი არ შეესაბამება საქართველოს რეალობას.   

 

“როგორც ექსპერტს ოცზე მეტ ქვეყანაში მიმუშავია და შეუძლებელია ნებისმიერი რეფორმის ან კანონის აღება და გადაკოპირება სხვა ქვეყანაში. საქართველოსთვის ამოცანა დასახულია ევროკავშირის მიერ, რომელსაც ქვია დეოლიგარქიზაცია. სახელი და გვარი არ ჩაუწერიათ ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტში, მაგრამ ყველასთვის გასაგებია, რომ საუბარი არის ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც არის არაფორმალური მმართველი. ამის სამწუხარო დადასტურება არის ევტუშენკოვთან საუბარი, როდესაც მისი წარმომადგენელი გაუშვა პრემიერ-მინისტრთან“, – განაცხადა ცხაკაიამ. 

 

მისი განმარტებით, უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვის მიმართ სანქციების დაწესების განმარტებაშიც ხაზგასმულია, რომ ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი.  “განმარტებაში წერია, რომ ადამიანები არიან დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან,  საქართველოს არაფორმალური მმართველთან, რომელიც ევტუშენკოვთან ერთად ცდილობდა რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას. ამდენად, შეუძლებელია საერთაშორისო სივრცე დაარწმუნო  საწინააღმდეგოში“, – განაცხადა ცხაკაიამ.

 

მისივე თქმით, საქართველო კარგავს ისტორიულ შესაძლებლობას, როდესაც უკრაინის საწინააღმდეგო გზას ირჩევს.

 

“ძალიან ცუდ გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ის არ არის უკრაინისთვის საუკეთესო მეგობარი და მეტიც, წარმოადგენს საფრთხეს, რომელიც ეხმარება რუსეთს სანქციებისათვის გვერდის ავლაში, რაც ავტომატურად ნიშნავს,  რომ ეს არის გზა, რომელიც არ მიდის ევროპისკენ.  ყველა ნორმალურ ქვეყანაში ახალი პრემიერის არჩევისას პირველი კითხვა არის, რამდენად ეფექტურად დაეხმარებით და დაუდგებით გვერდით უკრაინას. ამ მსოფლიო დღის წესრიგის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება გამარჯვებასაც კი ვერ უსურვებს უკრაინას. თავისუფლების დღეს საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობა უსურვა უკრაინას და გამარჯვება ვერ უსურვა“, – განაცხადა ცხაკაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები