შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მიმდინარე წყალში ხტომის შეჯიბრზე “გამა თასი” 2023 – 3 მეტრი, სინქრონული, მიქსი (გოგო/ბიჭი) გამარჯვება ქართველი ტალანტების წყვილმა მოიპოვა.
ოქროს მედალი საქართველოს გიორგი წულუკიძისა და თეკლე შარიას დუეტმა მოუტანა.
მათ დაძაბულ ბრძოლაში მოახერხეს პირველი ადგილის დაკავება და მეორე ადგილოსანს წამის მეასედებით აჯობეს.
ჩვენი წყვილის შედეგი 209.73 ქულა იყო, ხოლო მათმა მდევრებმა ბულგარეთიდან 209.28 დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ სხვა ქართულმა წყვილმაც მოწინავე პოზიცია დაიკავა – ალექსანდრე ცხომელიძე და მარიამ შანიძე 199.14 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდნენ.
ზემოთხსენებულ შეჯიბრში (მიქსი) ისტორიის მანძილზე საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი