80%-20%-ზე წააგებს არჩევნებს “ქართული ოცნება”. საზოგადოების 80% იტყვის, რომ უნდა ევროკავშირი, 20%-მა შეიძლება დაშინებით თქვას, რომ ივანიშვილის დიქტატურას და იზოლაციაზე მოგყვები. ეს არის რეალობა, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” ქართული კოშმარი შეიძლება ეწოდოს.
“ხომ არ გამოვლენ და იტყვიან – ვაგებთ არჩევნებსო. გამოდიან და ათას სიგიჟეს იძახიან. მე შემიძლია, საზოგადოების განწყობაზე ვისაუბრო. საზოგადოების განწყობა არის ისეთი, რომ ეს ხალხი 20%-ზე მეტს ვერ იღებს, ვერ გადააკეთებს ამ არჩევნებს “ქართული ოცნება”. მას ერთადერთ რამეზე აქვს გათვლა, რომ ჩვენ პესიმიზმში ჩაგვაგდოს. მე მინდა, საზოგადოებას ვუთხრა – “ქართული ოცნება” მარცხდება. ქართული კოშმარი ვუწოდოთ, თუ გინდათ – ქართული კოშმარი მარცხდება. აგერ, ნახავთ თქვენ, რომ 80-20-ზე წააგებს არჩევნებს “ქართული ოცნება”. საზოგადოების 80% იტყვის, რომ უნდა ევროკავშირი, 20%-მა შეიძლება დაშინებით თქვას, რომ ივანიშვილის დიქტატურას და იზოლაციაზე მოგყვები. ეს არის რეალობა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.