800 000 ადამიანს, რომელიც ფაქტობრივად, “ქართულმა ოცნებამ” გააგდო ქვეყნიდან იმიტომ, რომ სამუშაო ადგილები არ აქვთ, არ შეიძლება ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდეთ, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, მათი გუნდი “ქართულ ოცნებას“ სხვა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებითაც უსვამს კითხვებს, რაზეც პასუხს ვერ იღებენ.
“800 000 ადამიანს, რომელიც ფაქტობრივად, “ქართულმა ოცნებამ“ გააგდო ქვეყნიდან იმიტომ, რომ სამუშაო ადგილები არ აქვთ, არ შეიძლება ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდეთ. ეს ხალხი არ აპირებს მშვიდად, დეპოლარიზებულ გარემოში ოპერირებას. თქვენ რას აკეთებთო ამისთვის, კითხვა დაგვისვეს. თქვენ შეხედეთ, რომ მთელი ორი კვირააა, ყოველგვარი მეორეხარისხოვანი საკითხები გადავიტანეთ განხილვიდან და მშვიდად და წყნარად ვუსვამთ “ქართულ ოცნებას” კითხვას – რატომაა ამდენი უმუშევარი ქვეყანაში? რატომ იზრდება ფასები ასე ძალიან? რატომ მიდის ემიგრაციაში ამდენი ადამიანი? – პასუხს არ გვცემენ. ისინი ერთადერთ რამეს აკეთებენ, უნდათ ისევ აგრესიული რიტორიკისკენ გადაგვიყვანონ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.