spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – აღარ ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან, ვიკრიბებით 15:00 საათზე სააპელაციო სასამართლოსთან

ორ საათზე აღარ ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან, საიდანაც წინააღმდეგობის მსვლელობა უნდა გაგვეკეთებინა, ვიკრიბებით სამზე  სააპელაციო სასამართლოსთან, – ამის შესახებ  “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არავინ ელოდა, რომ სასამართლოში აღმოჩნდებოდა დამოუკიდებელი პირი და ხმის ფარულობის დარღვევას დაადასტურებდა.

“უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ჩვენ ამას არ ველოდით, რომ აღმოჩნდებოდა დამოუკიდებელი პიროვნება სასამართლოში, რომელიც ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებდა და ხმის ფარულობის დარღვევას დაადასტურებდა. მე მინდა სხვა მოსამართლეებს მივმართო – ხალხო, წარმოუდგენელია, 100%-ით დადასტურებულია, რომ ფარულობა არის დარღვეული და როგორ შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს მოსამართლემ, უბრალოდ დაფიქრდით. ორ საათზე აღარ ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან, საიდანაც წინააღმდეგობის მსვლელობა უნდა გაგვეკეთებინა, ვიკრიბებით სამზე  სააპელაციო სასამართლოსთან. ჩვენი მთავარი სამიზნე ახლა არის სასამართლო და ცენტრალური კომისია. ჩვენ უნდა შევძლოთ, როგორმე, ამ ორი მიმართულებით წნეხის გაძლიერება. 3 საათზე გელოდებით სააპელაციო სასამართლოსთან, რადგან ჩვენი ხმა გავაგონოთ სააპელაციო სასამართლოს და მოსამართლეებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები