ღარიბაშვილის განცხადებები არის კარგად გათვლილი კამპანიის ნაწილი, რაც ემსახურება ორპოლუსიანიობის შენარჩუნებას, ახლა თუ გამოვიდა მიშა და მანაც თქვა, ჩამოვდივარო, ეს კიდევ უფრო გაამტკიცებს ამ ორპოლუსიანობას და საფრთხეს შეუქმნის რიგგარეშე არჩევენების საკითხს, – ამის შესახებ “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ Front News-ს განუცხადა.
ვაშაძის თქმით, “ქართული ოცნება” არის მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” კამპანიის მთავარი ხელმძღვანელი.
“ღარიბაშვილის განცხადებები არის კარგად გათვლილი საარჩევნო კამპანიის ნაწილი, რაც ემსახურება ორპოლუსიანობის შენარჩუნებას ქვეყანაში. “ქართული ოცნება” არის მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” კამპანიის მთავარი ხელმძღვანელი, მმართველი ძალა მუდმივად აკეთებს ისეთ განცხადებს და ისე მიყავს პროცესი, თითქოს ოპოზიცია არის ერთი პარტია. მისი საარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მუდამ ყავდეს საფრთხობელასავით და ამით მოიგოს არჩევნები. ეს საარჩევნო სტრატეგია არ შეცვლილა 2012 წლის შემდეგ, ეს არის სწორედ ორპოლუსიანობის მთვარი სტრატეგია, ახლა მიშაც თუ გამოვა და იტყვის, რომ მოვდივარ, ეს კიდევ უფრო გაამყარებს ამ ორპოლუსიანობას და საფრთხის ქვეშ დააყენებს რიგგარეშე არჩევნებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინაასარჩევნო გამოსვლებში დიდ დროს უთმობს “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკშვილის კრიტიკას. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიაში მისი ჩართულობის გეგმების გაცხადებას აანონსებს.