spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ამ კანონპროექტის მიღება ნიშნავს, რომ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს და “ქართული ოცნება” ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებს

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ “ქართული ოცნების“ კანონპროექტის მიღება ნიშნავს, რომ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს.

 

“ნუ შეხვალთ “ქართული ოცნების“ მიერ მოგონილ თაღლითურ ბუღალტერიაში, საკითხი არის მარტივად. ამ კანონპროექტის მიღება ნიშნავს, რომ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს და „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებს. ისევე, როგორც ივნისში ე.წ. მოსმენების კანონი მოიღო მიზანმიმართულად, ასევე ნიკა გვარამია მაშინ დაიჭირა, როცა პრემიერი ბრიუსელში ჩადიოდა. ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აგრძელებს, რადგან „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა და უნდა, საქართველო პირისპირ დატოვოს რუსეთთან.

 

თქვან, ეთანხმებიან თუ არა მათი კაგებეშნიკი ოთხეულის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ნამდვილად იყო თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით ფართო შეთავაზება და საქართველომ ამაზე უარი თქვა”, – განაცხადა ვაშაძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები