spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ამ ყველაფერს დაალაგებს ახალი არჩევნების ჩატარება, სამართალდამცავი ორგანოების სრული განეიტრალება და ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია

ამ ყველაფერს დაალაგებს ახალი არჩევნების ჩატარება, სამართალდამცავი ორგანოების სრული განეიტრალება და ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ის ჟურნალისტებს ივანიშვილის ქმედებების დაგმობას მოუწოდებს.

“ამ ყველაფერს დაალაგებს ახალი არჩევნების ჩატარება, სამართალდამცავი ორგანოების სრული განეიტრალება და ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია. სხვა გამოსავალი არ არის.

კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა ჟურნალისტს, გაემიჯნეთ რუსულ პროპაგანდას. მათ შორის, სამთავრობო კონტროლირებად არხებს. გაემიჯნეთ რუსულ პროპაგანდას! თქვენი კოლეგები გუშინ შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს. მაკა ჩიხლაძეს კისერს ტეხდნენ. მედიასაშუალებებს მოგიწოდებთ, დაგმეთ ივანიშვილი, რომელიც ამ ყველაფრის ავტორია.  წინააღმდეგ შემთხვევაში, უკაცრავად, მაგრამ თქვენ ხართ თანამონაწილე თქვენი კოლეგის თავდასხმის და თქვენ ხართ თანამონაწილე, წამხალისებელი ივანიშვილის დანაშაულებრივი ქმედების”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები