spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ამ ვიზიტის გამოყენება ხდება სიყალბისთვის თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან

კონკრეტული საქმეებითაც იყო დაინტერესება, ასევე წამების, მათ შორის ჩემზე თავდასხმის, რომელიც მათი აზრითაც სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ალენ ბერსესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ამ ვიზიტის გამოყენება ხდება სიყალბისთვის.

“მისი ამ ვიზიტის გამოყენება ხდება სიყალბისთვის თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან. ჩამოვა წამების კომიტეტი, რომელიც დაწვრილებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ”.

კონკრეტული საქმეებითაც იყო დაინტერესება, ასევე წამების, მათ შორის ჩემზე თავდასხმის, რომელიც მათი აზრითაც სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება, როგორც მკვლელობის მცდელობა, ამ საქმეზე იყო განსაკუთრებული ინტერესი, იმიტომ, რომ ეს არის ახალი რაგნის დანაშაული რეჟიმის მხრიდან ჩადენილი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიები ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდნენ, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს, თუმცა “კოალიცია ცვლილებებისთვის” გუნდი შეხვედრაზე უარს აცხადებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები