spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ვაშაძე – ამერიკისგან უნდა ველოდოთ სწრაფ და მკაფიო ნაბიჯებს

პირადად შემიძლია, ვუთხრა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, რომ გუშინდელი დღის შემდეგ გაცილებით დამძიმდება “ქართული ოცნების” მდგომარეობა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის მხრიდან სულ მალე იქნება წნეხი “ოცნებაზე”.

“პირადად შემიძლია, ვუთხრა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, რომ გუშინდელი დღის შემდეგ გაცილებით დამძიმდება “ქართული ოცნების” მდგომარეობა. ახალი ადმინისტრაციის ნაბიჯები შედეგზე უფრო იქნება ორიენტირებული, ნაკლები საუბარი, მეტი ქმედება, რაც გულისხმობს იმას, რომ ქართველ ხალხს ამ წინააღმდეგობაში, რომელიც საქართველოშია, ექნება მეტი მხარდაჭერა, ივანიშვილი და  “ქართულ ოცნება”  კი უნდა ელოდოს ახალ სანქციებს და პრობლემებს გარე სამყაროსთან, იმიტომ, რომ რუსეთის, ირანის და ჩინეთის მეგობარი ივანიშვილი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება ამერიკის მეგობარი, განსხვავებით საქართველოსგან. ამიტომ, ჩვენ ამერიკისგან უნდა ველოდოთ სწრაფ და მკაფიო ნაბიჯებს.

მეტი ერთიანობა, მეტი პროტესტი და მეტი წნეხი იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. პროტესტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ყველა საუბრობს ამ პროტესტზე და “ქართული ოცნების” ბრუტალურ ქმედებებზე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები