არ დარჩა ქართულ საზოგადოებაში არცერთი პროფესიული თუ საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც პროტესტს ღიად არ გამოხატავს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეების უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო.
“ჩვენი მოქალაქეების უწყვეტმა, მრავალკვირიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. საერთაშორისო ოფიციალურ დოკუმენტებში მათ მოიხსენიებენ, როგორც ივანიშვილის “ქართულ ოცნებას“. სხვადასხვა ქვეყნების მიერ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დემოკრატიის ხელის შემშლელი და ძალადობაში მხილებული მაღალჩინოსნების დასანქცირება დაიწყო. არ დარჩა ქართულ საზოგადოებაში არცერთი პროფესიული თუ საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც პროტესტს ღიად არ გამოხატავს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.