spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ვაშაძე – არ უნდა დავუთმოთ მომავალი ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას მარტო ტოვებს, მტრის ხელში ჩასაგდებად

ისე ღრმად შევიდნენ ამ ანტიქართულ ბრძოლაში მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომ მალე შესაძლოა, გვითხრან, რომ თურმე 9 აპრილს უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ საქართველოში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნების” წარმომადგენლები რეალობას მოწყვეტილი არიან.

“დღეს ის ვნახეთ, რაც რეალურად ხდება ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა ყველას ვკითხო – რით განსხვავდება დღევანდელი მტრული ქმედება იმ უპირატესი მტრისგან, რომელიც ოდესღაც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა? რა უნდა ექნა მტერს ისეთი, რაც არ გაუკეთებია “ქართულ ოცნებას“?

მათ საქართველო დატოვეს მეგობრების გარეშე – გააუცხოეს ქვეყანა ძლიერი ევროპისგან და ძლიერი ამერიკისგან. გვტოვებენ მარტო, დაუცველად, მტრის პირისპირ, იმისთვის, რომ იოლად ჩაგვიგდონ ხელში.

დღეს ასამართლებენ ჩვენს ჯარისკაცებს და სინამდვილეში ასამართლებენ სრულიად საქართველოს. მე გულწრფელად ვამბობ, დღეს ვინმეს რომ ეთქვა „მოდით, შევთანხმდეთ, გამოვუშვათ პოლიტიკური პატიმრები“, დარწმუნებული ვარ, მათი მემორიალთან მოსვლა შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად ვისმენთ აბსურდულ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

დღეს ისეთი კრიზისშია “ქართული ოცნება”, რომ ხშირად თვითონაც შეცდომებს უშვებენ საკუთარ პროპაგანდაში. ისე ღრმად შევიდნენ ამ ანტიქართულ ბრძოლაში მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომ მალე შესაძლოა, გვითხრან, თურმე 9 აპრილს უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ საქართველოში. ისინი რეალობას არიან მოწყვეტილები, მაგრამ საქართველო ბელარუსი არ არის.

ჩვენ ვართ ამაყი ქართველი ერი, რომელსაც ბევრად უძველესი და ღირსეული ისტორია აქვს, ვიდრე რუსეთის სახელმწიფოს და ამ რეალობას ვერავინ შეცვლის. ჩვენი ძალა ერთობაშია.

საბოლოოდ, მინდა საზოგადოებას მივმართო: როცა დავინახავთ, რომ ვინმეს წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა ძალადობრივი რეჟიმისგან – ჩვენ აუცილებლად გვერდით უნდა დავუდგეთ ერთმანეთს.

ჩვენ არ უნდა დავუთმოთ მომავალი ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას მარტო ტოვებს, მტრის ხელში ჩასაგდებად”, – განაცხადა ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები