spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – არ ვიცი, რას და ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში, ეს ნამდვილად არ წერია ქარტიაში, მაგრამ დავილაპარაკებთ

არ ვიცი, რას და ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში პრეზიდენტი, ეს ნამდვილად არ წერია ქარტიაში, მაგრამ დავილაპარაკებთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“არ ვიცი, მისი პოზიციაა. არ ვიცი, რას გულისხმობს, ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში, ამიტომ ეს ნამდვილად არ წერია ქარტიაში, მაგრამ დავილაპარაკებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა იმდენად მცირე დროა არჩევნებამდე დარჩენილი შეიძლება სჯობდეს, რათა არჩევნების შემდგომ სწრაფად ჩამოყალიბდება კოალიციური მთავრობა. ჩვენ, ოპოზიციურ პარტიებს ძალიან მალე შეგვიძლია, მივაღწიოთ შეთანხმებას ქვეყნის სწორ მართვასთან დაკავშირებით.

ჩვენ ქარტიის ერთგული ვართ, შევასრულებთ აბსოლუტურად ყველა პირობას. დანარჩენი ნამდვილად არ ვიცი, კონკრეტული კანდიდატების სახელი და გვარები. დავსხდებით, გუნდურად ყველა საკითხს გავივლით, გაცნობებთ პოზიციას“, – განაცხადა ვაშაძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს და ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებლის მხრიდან შეასრულოს, რაც წერია ქარტიაში. მისივე თქმით, დროა, ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ქარტიის სულისკვეთებისა და მისი ყოველივე სიტყვის ერთგული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები