spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ვაშაძე – ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველო განხილვების პირველ განრიგში იყოს

მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვლება, აშშ-ის პოლიტიკა გახდება უფრო შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველო განხილვების პირველ განრიგში იყოს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აშშ-ისგან დიდი მხარდაჭერა ექნება.

“მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვლება, აშშ-ის პოლიტიკა გახდება უფრო შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველო განხილვების პირველ განრიგში იყოს.

სწორედ ჩვენი პროტესტის, ერთიანობის გამო, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება საქართველოში, ამაში დარწმუნებული ვარ.  აბსოლუტურად ყველგან გვაქვს ამაზე საუბარი –  პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, როგორც კრიზისიდან გამოსავალი – დარწმუნებული ვარ, დღეიდან გაცილებით ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული იქნება აშშ-იდან ნაბიჯები.

ძნელი ბედი ელით დემოკრატიის და აშშ-ის მტრებს, მათ შორის ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები