spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ვაშაძე – ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში

ივანიშვილს უნდა, რომ თითქმის 20 წლის წინანდელ ამბებზე გვასაუბროს, როცა დღეს რუსთაველზე, მისივე ძალადობის შედეგად ნაცემი და დაკავებულია ასობით უდანაშაულო მოქალაქე, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეჟიმი ცდილობს, პოლიტიკური დევნით და რეპრესიებით ჩაახშოს ქვეყანაში პროტესტი.

“ივანიშვილს უნდა, რომ თითქმის 20 წლის წინანდელ ამბებზე გვასაუბროს, როცა დღეს რუსთაველზე, მისივე ძალადობის შედეგად ნაცემი და დაკავებულია ასობით უდანაშაულო მოქალაქე, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

რეჟიმი ცდილობს, პოლიტიკური დევნით, რეპრესიებით, ცრუ ბრალდებებითა და აბსურდული კომისიებით გადაფაროს საკუთარი მარცხი. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში. რეჟიმის მიერ თვითმარქვია პარლამენტში შექმნილი “ქართული ოცნების“ ერთპარტიულ საგამოძიებო კომისიას არანაირი ლეგიტიმური და სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია, რადგან თავად პარლამენტი და ივანიშვილის რეჟიმი ხალხისა და ცივილიზებული ქვეყნების მიერ არალეგიტიმურად და უკანონოდ არის გამოცხადებული”,  – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები