spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ვაშაძე – ჩვენ, “გამარჯვების კოალიცია” მზად ვართ, ნებისმიერ ერთობაში მივიღოთ მონაწილეობა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ნაციონალური მოძრაობა” მზად არიან აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდნენ, თუმცა დიდ ერთიანობას სააკაშვილის გათავისუფლება სჭირდება.

 

“მან გააკეთა განცხადება გარკვეულ პლატფორმასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შეიქმნას ოპოზიციურ ფლანგზე. ჩვენ, “გამარჯვების კოალიცია” მზად ვართ, ნებისმიერ ერთობაში მივიღოთ მონაწილეობა. იმიტომ, რომ ვფიქრობ, საერთო დიდი მიზანი გვაქვს – საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი.

 

ჩვენ მზად ვართ, ვესაუბროთ აბსოლუტურად ყველას, შესაბამისად, ამ განცხადებასაც პოზიტიურად ვეხმაურებით. მეორე საკითხია, რომ ამ დიდ ერთიანობას ასევე სჭირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ამ დიდი ერთიანობისთვის მზად ვართ, გამარჯვების კოალიცია, სტრატეგია აღმაშენებელი, “ნაციონალური მოძრაობა”, ყველანი ერთად მზად ვართ, რომ ამ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში, წლიური მოხსენების წარდგენისას ოპოზიციას მომავლის ქარტიის “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” შექმნა შესთავაზა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები