არ ვეგუებით არჩევნების მიტაცებას “ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც უკვე უტყუარად დადასტურებულია, ვისაც სურვილი აქვს, შემოგვიერთდეს სადგურის მოედანზე, 5 საათზე, საიდანაც მსვლელობით წავალთ რუსთაველისკენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს სისტემურად, მწყობრად, ორგანიზებული, დაგეგმილი ნაბიჯები, რომელიც საბოლოო გამარჯვების საწინდარია.
“ითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას, არ ვეგუებით არჩევნების მიტაცებას “ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც უკვე უტყუარად დადასტურებულია, ვისაც სურვილი აქვს, შემოგვიერთდეს სადგურის მოედანზე, 5 საათზე, საიდანაც მსვლელობით წავალთ რუსთაველისკენ. ჩვენ გვაქვს სისტემურად, მწყობრად, ორგანიზებული, დაგეგმილი ნაბიჯები, რომელიც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს. მთავარია, ვენდოთ ერთმანეთს და უნდა გვესმოდეს: ეს არ არის მხოლოდ ჩემი პროტესტი, ეს არის ჩვენი, ყველას პროტესტი, სადაც თითოეული ადამიანის ჩართულობა გადამწყვეტი“, – განაცხადა ვაშაძემ.
რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. 17:00 საათზე ოპოზიციონერი ლიდერები, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები ვაგზლის მოედანზე, “თბილისი ცენტრალის” მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, საიდანაც პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მარში მოეწყობა.