spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ჩვენ უნდა ავირჩიოთ ევროპული კეთილდღეობის გზა და ეს რეზოლუცია ამ ორივე კომპონენტს მოიცავს

ევროკავშირმა დაასრულა ურთიერთობა “ქართულ ოცნებასთან” და ბიძინა ივანიშვილთან. ამიტომ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ევროპული კეთილდღეობის გზა და ეს რეზოლუცია ამ ორივე კომპონენტს მოიცავს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” გზა არის იზოლაციისკენ მიმავალი.

“მოკლედ, ევროკავშირმა დაასრულა ურთიერთობა “ქართულ ოცნებასთან” და ბიძინა ივანიშვილთან. მათთან ურთიერთობა ამერიკამაც დაასრულა.

შეუთავსებელია, არ არსებობს “ქართული ოცნების” გზა ევროკავშირთან, იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” გზა არის იზოლაციისკენ მიმავალი გზა, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები მათ მტრად გამოაცხადეს, უარი თქვეს ევროინტეგრაციაზე ღიად და დაუფარავად. ამიტომ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ევროპული კეთილდღეობის გზა და ეს რეზოლუცია ამ ორივე კომპონენტს მოიცავს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. განხილვა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, სადაც მოხსენებით წარდგება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. განსახილველ საკითხებს შორის ყველა ის პრობლემატური თემა მოხვდება, რამაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები