გვინდა, რომ ყველა ოჯახში შევიტანოთ ევროკავშირის პასპორტი, როგორც სიმბოლო იმის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე მსოფლიოში ყველაზე დაცულ პასპორტს მიიღებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია, ინვესტიციები მოვიზიდოთ, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში თუ რამე არის გაკეთებული, მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს.
“გვინდა, რომ ყველა ოჯახში შევიტანოთ ევროკავშირის პასპორტი, როგორც სიმბოლო იმის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე მსოფლიოში ყველაზე დაცულ პასპორტს მიიღებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია, ინვესტიციები მოვიზიდოთ.
საქართველოში თუ რამეა გაკეთებული, ვის დროს არის გაკეთებული? რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, “ქართულმა ოცნებამ”? – მილიონი ადამიანი გააქცია ქვეყნიდან, დემოგრაფიული კატასტროფა მოგვიწყო, ფასები გაორმაგდა. ეკონომიკა არ მუშაობს ხალხისთვის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.