spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ჩვენი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი მოქალაქე დავარეგისტრიროთ არჩევნებისთვის

“ქართული ოცნება” პირდაპირ ამბობს, რომ უნდათ, ემიგრანტებს ხელი შეუშალონ არჩევნებში მონაწილეობის პროცესში, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა და “ერთიანობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ნომერ პირველი საკითხი ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობაა.

“დღეს ნომერ პირველი საკითხია –  რაც შეიძლება ბევრი ემიგრანტი დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე, მეორე – რომ არ ხსნის დამატებით საარჩევნო უბნებს “ქართული ოცნება” და პირდაპირ ამბობს, რომ უნდათ, ემიგრანტებს ხელი შეუშალონ არჩევნებში მონაწილეობის პროცესში. აქ ჩვენი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი მოქალაქე დავარეგისტრიროთ არჩევნებისთვის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისში  NDI-ის სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი საკითხი 2024 წლის არჩევნები, ხმების დაცვის მექანიზმები და “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია იყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები