საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არის კატასტროფული. სასამართლო, ფაქტობრივად, არ არსებობს. ჟურნალისტები ციხეში, ეს აბსოლუტურად შეუთავსებელია ევროპასთან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ იცოდნენ ევროპაში.
“ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მივიტანოთ ინფორმაცია ფაქტებზე დაყრდნობით, თუ რა ხდება საქართველოში. ერთი ის, რომ არჩევნების შედეგები გადაიწერა და ამაზე აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს, მეორე ის, რომ კატასტროფული დონის ძალადობაა ქვეყანაში.
ევროპული მხარე მიჩვეული იყო, რომ პოლიტიკური პატიმრობა საქართველოში წესად იქცა, მაგრამ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მსახიობებზე, ექიმებზე, ჟურნალისტებზე, რომლებიც არიან პატიმრობაში.
საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არის კატასტროფული. სასამართლო, ფაქტობრივად, არ არსებობს. ჟურნალისტები ციხეში, ეს აბსოლუტურად შეუთავსებელია ევროპასთან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.